მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი, ლადო ათანელი, თბილისელ მსმენელს განსაკუთრებული საღამოთი უბრუნდება. 17 ოქტომბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გამოჩენილი საოპერო მომღერალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.
საღამოს დეტალებზე, ბარიტონს „რუსთავი2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღები ჯგუფი ეწვია:
„ბედნიერება მქონდა ილია მეორის დალოცვით წარმატებული კონცერტები ჩამეტარებინა, მის დაკრძალვას ვერ დავესწარი, არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ამ კონცერტს, რომელსაც „მარადიული საგალობელი“ დავარქვი, პატრიარქის ხსოვნას მივუძღვენი. იგი ჩენს გულებში მარადიულად იქნება“,- აღნიშნა ბარიტონმა.