
„კვარა ნორმალურია, კვარა რეალურია, კვარა ამქვეყნიურია, ხან კვარადონაა, ხანაც კვარავაჯო, მან საქართველოს ფეხბურთს ახალი რეალობა აჩუქა“, - დიახ, ეს ქართველი ფეხბურთელი, მეგრელების და არა მარტო მეგრელების სიამაყე, ქართველებისა და იტალიელების გულის გამხარებელი - ხვიჩა კვარაცხელიაა.
მასზე საუბრობს არა მარტო ქართული არამედ მსოფლიო მედია.
„შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლას არ გამოუწვევია ისეთივე აჟიოტაჟი, როგორც დიეგო მარადონას ტრანსფერს ბარსელონადან 38 წლის წინ, მაგრამ სერია A-ში ბრწყინვალე დასაწყისი აღფრთოვანებას იწვევს და გარემარბს "კვარადონაც" კი უწოდეს“, - წერს BBC კვარაცხელიაზე.
გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, როცა თავის სახელს მარადონას გვერდით იხსენიებენ.
„მარადონასთან ახლოსაც ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე ვიყო“, - ამბობს ფეხბურთელი.
კვარაცხელიაზე კომენტარი „რომას“, „ინტერისა“ და „ზენიტის“ ყოფილმა მწვრთნელმა - ლუჩანო სპალეტიმაც გააკეთა:
„იმ დღეს, როცა კვარაცხელიამ კონტრაქტს ხელი მოაწერა, ჩემს სახლში დავპატიჟე ჩაის დასალევად...
მას ნებისმიერი ბურთის კონტროლი შეუძლია. ზოგადად, ძალიან მორცხვია, არასდროს უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როცა ფეხბურთს თამაშობს, თავდაჯერებულია“, - წერს BBC.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული
🔘ნინი ქარსელაძე ქმართან ერთად საბერძნეთში იმყოფება - წყვილი ქორწილში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს