ახალგაზრდა ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება უკვე გაცდა ქვეყნის საზღვრებს, მის შესახებ მსოფლიო მედიაც წერს.
წარმატებულ კარიერასთან ერთად საინტერესოა, რა ხდება მის პირადში. როგორც მედიაში გახდა ცნობილი, მისი გული მომავალ ექიმს ნიცა თავაძეს ეკუთვნის.
წყვილი საზოგადოებაში ერთად არ გამოჩენილა, თუმცა როგორც იტალიური მედია წერს, ხვიჩა კვარაცხელიასთან მისი შეყვარებული, ულამაზესი ნიცა ჩავიდა.
ნიცა სოციალურ ქსელში ინსტაგრამის სთორიზე ხვიჩას ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ქართველი ფეხბურთელი, ქართველ კალათბურთელებს იტალიიდან გულშემატკივრობს.
„ნიცა ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ. დიდი ხანია, რაც ერთად ვართ. ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს. მშობლები უკვე გავაცანი, მაგრამ ხელი ჯერ არ მითხოვია. ამჟამად ნიცა სამედიცინოზე სწავლობს, ძალიან დაკავებულია, მასაც დრო თითქმის არ აქვს”, – ამბობდა ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ ინტერვიუში.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: