Digest Logo

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა იგორ მარდალეიშვილი

1789399861
იგორ მარდალეიშვილი

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს, გარდაიცვალა კლინიკის ონკო-გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი იგორ მარდალეიშვილი.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი კლინიკის ონკო-გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი იგორ მარდალეიშვილი.

ბატონი იგორი მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკის დიდი ოჯახის გამორჩეული წევრი იყო — პროფესიონალი ექიმი, ღირსეული კოლეგა და ადამიანი, რომლის კეთილგანწყობა, გულისხმიერება და პაციენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველასთვის დასამახსოვრებელი დარჩება.

1990 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია, დაიცვა სამეცნიერო ხარისხი და წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა გინეკოლოგიის, ონკოლოგიის, რეპროდუქტოლოგიისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით. იგი 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

2018 წლიდან ბატონი იგორი ხელმძღვანელობდა „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ონკო-გინეკოლოგიურ განყოფილებას. ამ წლების განმავლობაში მან თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და ადამიანური დამოკიდებულებით არაერთ პაციენტს შეუნარჩუნა სისცოცხლე, კოლეგებისთვის კი იყო საიმედო თანამოაზრე, პროფესიონალი და მეგობარი.

ბატონი იგორის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ მისი ოჯახისა და ახლობლებისთვის, არამედ ჩვენი კლინიკის მთელი კოლექტივისთვის.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი იგორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გავააქტიუროთ 14 სექტემბრის ენერგიები - „სამყაროს მოთმინება აქვს, მაგრამ სიზუსტე ჯერ არავის ავნებს“ 

🎥 როლიკო ოქროპირიძის ბრწყინვალედ შესრულებული ლექსი - „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი