Digest Logo

მარგალიტებივით გამორჩეული ფილმების რეჟისორი, თენგიზ აბულაძე 100 წლის გახდებოდა

1706684819
თენგიზ აბულაძე

31 იანვარი გამოჩენილი ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის დაბადების დღეა. დღეს ის 100 წლის გახდებოდა.

მარგალიტებივით გამორჩეული ფილმების კინორეჟისორი 1924 წელს ქუთაისში დაიბადა. (1943–1946) სწავლობდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე.

1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი „დიმიტრი არაყიშვილი.“

გარდა წარმატებული სარეჟისორო კარიერისა, თენგიზ აბულაძე 1992-1994 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა.“

რეჟისორის ბოლო ფილმია „მონანიება“, რომელიც ყველაზე მეტად ახსოვს მაყურებელს. ამ ფილმმა ისეთი აღიარება და წარმატება მოუტანა, საბჭოთა რეჟისორთაგან ცოტას თუ ერგო.​​

„ვედრებისა“ და „ნატვრის ხის“ შემდეგ „მონანიება“ იყო რეჟისორ თენგიზ აბულაძის ტრილოგიის დასასრული.

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი თენგიზ აბულაძე 1994 წლის 6 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 თენგიზ აბულაძის ნაკლებად ცნობილი ფილმი - ნანი ბრეგვაძის შესრულება, რომელსაც სოფიკო ჭიაურელი ახმოვანებს

⭕„მახსოვს შენი ტკივილიანი წუთები, როდესაც ხელში გვადნებოდი... შენი ღიმილი მჭირდება, ძალიან მენატრები...“ - მზია კვირიკაშვილი 75 წლის გახდებოდა

🎥 „ძალიან კარგია“ - გიორგი გაბუნიას, ჯიმი აბესაძის და ბენდის სახალისო შესრულება