ცნობილი ქორეოგრაფის თეა დარჩიას ქალიშვილმა, მოცეკვავე მარიამ მათიაშვილმა ნაციონალური ანსამბლი „სუხიშვილები“ დატოვა, სადაც 20 წელზე მეტი გაატარა.
ამის შესახებ ინფორმაცია, ნინო სუხიშვილმა ანსამბლის ერთ-ერთ კონცერტზე, სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა და მარიამ მათიაშვილს წარმატებები უსურვა:
„საუკეთესო მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი ტოვებს დიდ სცენას. 20 წელი ამშვენებდა ჩვენ ყველა პროგრამას. წარმატებები, ძალიან დაგვაკლდები მარიამ“, - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.
ქორეოგრაფმა ასევე დაასახელა მარიამ მათიაშვილის წასვლის მიზეზიც:
„თავს უძღვნის ოჯახს“, - თქვა ნინო სუხიშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენი მესამე თვალი იწყებს ახლებურად ხედვას“ - რას წერს ფსიქოანალიტიკოსი, მარინა კოლხიდაშვილი