Digest Logo

„მა­რი­ა­მი თსუ-ს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო, ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი“ - ცნობილია, მეტროში გარდაცვლილი 21 წლის გოგოს ვინაობა

1778915393
ეტროში გარდაცვლილი 21 წლის გოგო

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 14 მა­ი­სის ღა­მეს თბი­ლი­სის მეტ­რო­ში. მეტ­რო­სად­გურ „სამ­გორ­ში" 21 წლის ახალ­გაზ­რდა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც სწო­რედ ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ დად­გინ­დე­ბა.

ახალ­გაზ­რდას თან მე­გობ­რე­ბი ახ­ლდნენ. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, გო­გო­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და ცუ­დად, ძირს და­ვარ­და და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და სა­ათ­ზე მეტი ცდი­ლობ­და გუ­ლის ამუ­შა­ვებს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. იყო სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი. 20 მა­ისს მა­რი­ა­მი 22 წლის გახ­დე­ბო­და.

„მა­რი­ა­მი თსუ-ს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო, ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი. უბედ­ნი­ე­რე­სი იყო, ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი. ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე­ში იდგა, ყვე­ლას სა­ნერ­ვი­უ­ლოს ნერ­ვი­უ­ლობ­და და ყვე­ლას მა­გივ­რად სტკი­ო­და სხვი­სი გა­სა­ჭი­რი, სულ გვერ­დში გვედ­გა, ყვე­ლაფ­რის თავი და თავი იყო ხოლ­მე, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში" -ამბობენ გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გულის ამაჩუყებელი იყო ამდენი ადამიანის თანაგრძნობა... გავიცინეთ, გვეყო“ - მაია ბუწაშვილი მიმართვას ავრცელებს

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

„შინაგანი ტრანსფორმაციის დროა, მიიღე შენი ჩრდილებიც...“ - 16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

წყარო: www.ambebi.ge