ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე იუბილარია.
იგი 42 წლის გახდა. ჟურნალისტს დაბადების დღე კოლეგებმა, „იმედის დღის“ გუნდმა პირდაპირ ეთერში მიულოცა და მას ყვავილები მიართვეს.
„მთელი გულით და სულით ჩვენს ოქროს მარიკას.
გილოცავთ, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული და ყველაფერი კარგი გქონოდეს მუდამ.
დღეგრძელობა, მზეგრძელობა და გახარება ყველა საქმეში.
წარმატებას გისურვებ, მარიკა. მადლობა, რომ ხარ ჩვენი გუნდის წევრი“, - ამბობენ მისი თანაწამყვანები.
მარიკა ბაკურაძე მრავალი წელია ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობს და გადაცემა „იმედის დღის“ ერთ-ერთი წამყვანია. მას აქვს დაახლოებით 25-წლიანი პროფესიული გამოცდილება ჟურნალისტიკაში.
იგი ორი შვილის დედაა.
ასევე დაგაინტერესებთ: