ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავეს, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ილიკო სუხიშვილის მეუღლეს, გვანცა შერგელაშვილს, რომელიც 2001 წელს, ვენესუელაში, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, 46 წელი შეუსრულდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპულ მოცეკვავეს იხსენებს:
„უნივერსიტეტის ანსამბლში ვცეკვავდი, ნელი ხაჟომიასთან, 1998/2000 წლები იქნებოდა, გვანცა სოლისტი იყო.
თითქოს არაამქვეყნიური და რაღაცნაირი მარიტასეული სილამაზის გოგო იყო. რეპეტიციებზე, თუ არ ვცეკვავდი, თვალმოუშორებლად ვუყურებდი. სილამაზის გარდა, საოცრადაც ცეკვავდა.
მისაღები გამოცდების გამო, დრო აღარ მქონდა და ცეკვას თავი დავანებე. რაღაც პერიოდის მერე გავიგე ეს ტრაგიკული და დაუჯერებელი ამბავი.
რატომ გამახსენდა გვანცა ახლა და ეს ტექსტი ვნახე „ფეიჯზე“ „სიმართლე”: რამდენიმე დღის წინ, ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავეს, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ილიკო სუხიშვილის მეუღლეს, გვანცა შერგელაშვილს, რომელიც 2001 წელს, ვენესუელაში, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, 46 წელი შეუსრულდებოდა.
გვანცა შერგელაშვილის დაბადების დღის თარიღს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ და გვანცას საჯაროდ, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მიუძღვნეს.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, გვანცას მეგობარმა, ანი მერკვილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გარდაცვლილი მეგობრის ფოტო ტექსტით: „ჩემი გვანცა. ძალიან გვენატრები“.
ცნობისათვის, ტრაგიკული შემთხვევა 2001 წლის აგვისტოში მოხდა – ანსამბლი „სუხიშვილები“ გასტროლზე ვენესუელაში იმყოფებოდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მოგვიანებით კი სასტუმროდან თამბაქოს საყიდლად ახლომდებარე კაფეში წავიდნენ.
მათ გზად თავს სამი მძარცველი დაესხათ. მძარცველებმა სამჯერ ისროლეს. ტყვია გვანცას მოხვდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გვანცა გარდაიცვალა“, - წერს ნინა მამუკაძე-სორდინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იერარქიულად შეიძლება არ ხარ მღვდელი, მაგრამ ვინ არის მოძღვარი?!“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება