ვაკის პარკში, უბედური შემთხვევის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან დღეს 1 წელი გავიდა.
მარიტა მეფარიშვილი 13 წლის იყო, როდესაც მოზარდებთან ერთად, პარკში თამაშობდა, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულს კი დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
1 წლის თავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირაკლი კუპრაძე პოსტს აქვეყნებს:
„მარიტას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა, მას შემდეგაც მოხდა ტრაგედიები, რომელთა თავიდან აცილებაც შეგვეძლო.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, არდავიწყება ამ ტრაგედიებისა, რომ მომავალში მსგავსი უბედურება ავირიდოთ თავიდან. მოვთხოვოთ პასუხი ყველას, ვინც კორუფციის, უყურადღებობის თუ უპასუხისმგებლობის გამო დააზიანა საქმე და შეიწირა ეს ანგელოზი!
ესაა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და არა მხოლოდ გლოვა, არამედ შეცვლა არსებული რეალობის!“, - წერს ირაკლი კუპრაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საფრანგეთში „ალაჰ აქბარის“ ყვირილით დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ მასწავლებელი მოკლა
🎥 „სცენაზე გასვლამდე ატირებულ მწვრთნელს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი“ - რას წერს ლიზი გოზალიშვილი