Digest Logo

მარნეულში არქეოლოგებმა V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდგვაროვნული სასახლე, სამარხი, ადამიანის ნეშტი და მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოაჩინეს

1732205329
მარნეულიმარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მახლობლად ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, რომლებიც 2020 წლიდან ხორციელდება.

კვლევის პროცესში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდგვაროვნული სასახლე, სამარხი, ადამიანის ნეშტი და მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი.

აღმოჩენილ არტეფაქტებს ადგილზე გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე.
სამუშაოები ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციის ფარგლებში, დავით მინდორაშვილის ხელმძღვანელობით.

აღნიშნული აღმოჩენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მარნეულის მუნიციპალიტეტის უნიკალურ კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას.