მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქმარმა ცოლი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობა ფილტვის არეში ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმის ცნობით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას იძულებით მოიტაცეს - რას წერს სამირა ბაირამოვა
🎥 „სექსისთვის მყავს პარტნიორი, მაგრამ მე სერიოზული ურთიერთობები მჭირდება” - გიორგი ნაზღაიძე