Digest Logo

საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას იძულებით მოიტაცეს - რას წერს სამირა ბაირამოვა

1658306157
პატრულ-ინსპექტორი

მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან 20 წლის გოგო მოიტაცეს და ახალგაზრდას ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც თავად ამბობს, მოტაცების გეგმა წინასწარ იყო შემუშავებული.

„შემთხვევის მოკლე ისტორია: გოგონა, რომელიც მოტაცებულია, 20 წლისაა, მარნეულში ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს, მისმა ჯგუფელმა წინა დღეს მიწერა, რომ გამოცდის დრო შეიცვალა და გამოცდა ხვალ არის და უნდა მოხვიდეო.

მარნეულში არ გამოვიდა მათი გეგმის შესრულება, გოგოს მოტაცების გეგმის და გოგო სოფელში რომ დაბრუნდა, საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას იძულებით მოიტაცეს. გოგო ვინც მოიტაცა, ის ბიჭი მისი ჯგუფელის ძმაა. ოჯახები ერთმანეთს არ იცნობენ, არც გოგო არ იცნობს ბიჭს. 

მშობლები ამბობენ, რომ მოტაცება დაგეგმილი ყოფილა ბიჭის დის მიერ, რომელიც ჯერ არ დაუბარებიათ პოლიციაში. გოგოს მშობლებმა და ახლობლებმა დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიცია არ რეაგირებს და გვიშველეთო.

პოლიციის მხრიდან არ რეაგირებას აქვს ერთი მიზეზი, ელოდებიან მშობლები, სხვადასხვა ადამიანების მეშვეობით, როდის შერიგდებიან. ამ შერიგების პროცესში საჯარო მოხელეებიდან დაწყებული, ახლო ნათესავებით დამთავრებული, ბევრი ადამიანი არის ხოლმე ჩართული. ოჯახს აიძულებენ ფსიქოლოგიურად, ემოციურად დასთანხმდეს, რადგან მისი გოგო უკვე მეორე ხარისხოვანია. ყველამ იცის, რომ მოტაცებულია, ჯობია „ეს შანსი" არ დაკარგონ, მაინც ერთი გოგო ერთი ბიჭისთვისაა“, - წერს სამირა ბაირამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიზნად არ მქონია თქვენთვის ხასიათი გამეფუჭებინა... ამბავს, რომელსაც მოგიყვებით, სევდიანს გაგხდით“ - გიორგი ღოღობერიძე

🎥 „სექსისთვის მყავს პარტნიორი, მაგრამ მე სერიოზული ურთიერთობები მჭირდება” - გიორგი ნაზღაიძე

🔵„დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, გასულ ღამეს მისგან მესიჯი მივიღე, დღეს ის აღარ არის, მიყვარხარ სამუდამოდ“ - ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემოციურად ემშვიდობება