Digest Logo

🎥 „მართლა ასე მოხდა, დავსხედით პარკში და დავიწყეთ ლაპარაკი, ძალიან მთვრალი ვიყავი“ - გიორგი ცაგარელი ლელა კილაძის გაცნობის ისტორიაზე

1764154498
ლელა კილაძე

25 ნოემბერს, პოდკასტების სერიის „გაბედე“ ახალი სეზონის ანონსი გავრცელდა, რომლის სტუმრებიც მუსიკოსი გიორგი ცაგარელი და მისი მეუღლე ლელა კილაძე იქნებიან.

ანონსის მიხედვით, გიორგი ლელას გაცნობის ისტორიას იხსენებს. 

„გაცნობა მართლა ასე მოხდა, შორიდან მხოლოდ მისალმებით ვიცნობდი, მაგრამ მახსოვს ის დღე, როდესაც პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი, ძალიან მთვრალი ვეუბნები ლელას, „გამოსავალში“ უნდა დავიწყო სიარული-მეთქი“, - ჰყვება ცაგარელი. 

გადაცემის სრული ვერსია ხუთშაბათს, 27 ნოემბერს დაიდება „იუთუბის“ არხზე.

ცნობისთვის, „გაბედე“ არის პოდკასტების სერია, რომლის მიზანია, აჩვენოს დამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელების მრავალფეროვანი გზები.

„თითოეული ეპიზოდი იქნება რეალური ისტორიების, პროფესიული რჩევებისა და სხვადასხვა რესურსების ნაზავი, რათა დამოკიდებულების მქონე ადამიანებსა და მათ ახლო წრეს დავეხმაროთ გამოჯანმრთელების რთულ გზაზე ნავიგაციაში“,- აღნიშნულია გვერდის ბიოში.