Digest Logo

„მართლა რომ ვიღაცის მოკვლა გვდომოდა 11 თვე ამას როგორმე მოვახერხებდით“ - ნინო ნადირაძე

1680206784
ტელეწამყვანი, 2020 წელი

„როგორ წარმოგიდგენიათ, 11 თვის მანძილზე მართლა რომ ვიღაცის მოკვლა გვდომოდა 11 თვე ამას როგორმე მოვახერხებდით“, - ამის შესახებ  კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, არ სრულდება ის დანიშნულება, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას სჭირდება. ამის შესახებ ნადირაძემ იმედი LIVE-ის ეთერში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„როგორ წარმოგიდგენიათ, 11 თვის მანძილზე მართლა რომ ვიღაცის მოკვლა გვდომოდა 11 თვე ამას როგორმე მოვახერხებდით, როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს ყველას გვიხარია, ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით რა გაგვიხარდეს, კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა. ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია. ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ“, - აცხადებს ნადირაძე.

🔘საინტერესო ამბები:

ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები

საბჭოთა მაფიის შემქმნელი ქართველი ქალის ისტორია - ამბავი, რომელზე საუბარსაც ყველა გაურბის

იარაღასხმული ქართული ელიტა - წითლად შეღებილი რუსთაველი - რა მოხდა 29 წლის წინ, 22 დეკემბერს