Digest Logo

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა

1776169135
ძაღლის ცოფი

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა  - ამის შესახებ ინფორმაციას, სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას;

დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი;

ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში;

⁠მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.⁠

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გამოვიძინოთ ისე, რომ არაფერი გვტკიოდეს? - რას წერს მამუკა რაშოიანი

⭕მოულოდნელი შეხვედრები, ფინანსური წარმატება და ახალი შეთავაზებები - როგორი იქნება 13-19 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕„დღეს ბარაქა მოდის მათთან, ვინც მოქმედებს ჩუმად, ეხმარება სხვებს და ენდობა თავის ხილვებს“ - 14 აპრილის კოსმოსური ამბები