„პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Le Parisien-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის მწვრთნელ ლუი ენრიკესთან ურთიერთობაზე:
ხვიჩა კვარაცხელია: ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას შეუძლია მიყვიროს, გამაკრიტიკოს, რაც უნდა ის თქვას, რადგან ვიცი, რომ მას სურს, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდე. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მისი რჩევები გავითვალისწინო და ყოველდღიურად განვითარდე. ლუის ენრიკესთან მუშაობის შემდეგ, ვფიქრობ, ძალიან შევიცვალე.
ჩემი საფეხბურთო თვისებები? მომთმენი, აგრესიული, მებრძოლი და ქართველი! ბოლო ორი თითქმის ერთსა და იმავეს ნიშნავს. ამას ზუსტად ქართველები გაიგებენ.