
ექიმი თამარ კოტეტიშვილი გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
მან ასევე ბებიის გადარჩენის ისტორიაც გაიხსენა:
„ვიყავი პირველ კურსზე, დარეკა ბიძაჩემმა ღრიალით, ტირილით, რომ ბებია კვდება. გავიქეცით მთელი ოჯახი.
ხრიალებდა, პულსი აღარ ესინჯებოდა და მაშინ პირველად ვნახე, როგორ ტიროდნენ კაცები. ბიცოლაჩემს უკვე გამზადებული ჰქონდა ყველაფერი, რაც მიცვალებულის გასაპატიოსნებლადაა საჭირო.
ერთ რაღაცას ვიტყვი მეთქი, დიაბეტიკი იყო და მოდი, ინსულინი გავუკეთოთ -მეთქი. მაინც კვდება და მაცადეთ -მეთქი და გავუკეთე.
კაცები აწყობენ გეგმას, ქალები ალაგებენ სახლს და მე დავუჯექი ბებიაჩემს, წამოვიდა სუნთქვა, დაწყნარდა, დამშვიდდა და დაახლოებით 1 საათში ცალი თვალი გამოახილა. პირველი რაც გააკეთა, იმღერა“, - ამბობს თამარ კოტეტიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: