Digest Logo

🎥 „მაშინ ვიგრძენით ერთმანეთი პირველად...“ - საბა ღურწკაია შეყვარებულია

1771963027
 საბა ღურწკაია.

მომღერალი საბა ღურწკაია სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც სიყვარულზე ისაუბრა.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, შეყვარებულია და რჩეულიც მუსიკოსია:

„კი შეყვარებული ვარ. მიყვარს არაჩვეულებრივი ადამიანი. რა თქმა უნდა ორმხრივია. ყველაზე მეტად არ მიყვარს ის კითხვა, ცოლი როდის მოგყავსო.

ერთმანეთი გავიცანით რესტორანში, ისიც მომღერალია. ერთხელ შემცვლელი დაგვჭირდა რესტორანში. მოვიდა, იმღერა. იმ დღეს ერთად ვიმღერეთ, გავადუეტეთ ჰიტები. მაშინ ვიგრძენით ერთმანეთი პირველად და რაღაც ქიმია. იქიდან მოყოლებული ვართ ერთად. დროთა განმავლობაში სიყვარული ჩამოყალიბდა“, - ჰყვება საბა ღურწკაია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიმღერაც მერიდებოდა ისეთი კომპლექსები მქონდა...“ - რატომ არცხვენდა საბა ღურწკაია ოჯახს?

⭕„საოცარი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია

⭕„რთულია პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი იყო“ - ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა