მომღერალი საბა ღურწკაია სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც „ქუჩის მუსიკოსობაზე“ ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: ქუჩაში სიმღერით ოჯახს „არცხვენდით“?
„კი ვარცხვენდი. ქუჩაში ვმღეროდი ხოლმე. ერთხელ ანრი ჯოხაძემ ჩამოიარა და ერთად შევასრულეთ ინოლა გურგულიას „მოვალ“ ასევე „ვარდები არ არიან“. გავარდა ეს ვიდეო და დიდი სიმპათია დაიმსახურა მაყურებლისგან.
ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი. კომპლექსები ყოველთვის იყო. სიმღერაც მერიდებოდა ისეთი კომპლექსები მქონდა. 18 წლის რომ გავხდი გადავწყვიტე, რომ ქუჩა იქნებოდა, ის რაც ამ კომპლექსების დაძლევაში დამეხმარებოდა. გადავდგი ეს სარისკო ნაბიჯი. ქუჩამ მომიტანა ის ყველაფერი, რაც შემდგომში დამეხმარა“, - ჰყვება საბა ღურწკაია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია
⭕„რთულია პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი იყო“ - ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა