Digest Logo

მასწავლებლების გამოცდიდან ერთი აპლიკანტი ნასვამობის, მეორე კი „შპარგალკის“ გამო მოიხსნა

1690808011
გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდიდან 2 აპლიკანტი მოიხსნა.

ერთ-ერთი მათგანი გამოცდაზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა, მეორეს კი ე.წ. „შპარგალკა" აღმოაჩნდა.

ცნობისთვის, 2023 წელს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე აპლიკანტთაგან გამოცდებზე გავიდა 82%-ზე მეტი.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, მათ შორის - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ბედნიერებაა თქვენი ყურება“ - ირაკლი მაქაცარია ოჯახთან ერთად ისვენებს

🔵 🎥 „მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა“ - გაიცანით ქალი, რომელიც საქართველოსთან, შვილთან და ოჯახთან 10-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდა

🔵„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

წყარო: www.etaloni.ge