
რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში.
დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა.
როგორც ირკვევა, ბიჭი მატარებლის ვაგონზე ფოტოს გადასაღებად აძვრა, რა დროსაც სასიკვდილო ელექტროტრავმა მიიღო.
„გარდაცვალების მიზეზი არის მაღალი ძაბვა, მატარებლის ვაგონზე აძვრა ზემოთ და თავის მეგობრებს სთხოვა სურათი გადაეღოთ მისთვის. ხელები მაღლა ასწია, რა წამსაც მიიზიდა დენმა“, - ამბობს ადგილობრივი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე დახვეწილი, შარმიანი“ - სალომე ღვინიაშვილის მოგზაურობა საბერძნეთში გრძელდება
წყარო: gurianews.com