Digest Logo

„მატჩი იმაზე კარგად ჩატარდა, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში“ - შოთა არველაძე „ლეგენდების“ მატჩზე

1710314070
შოთა არველაძე

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში „ლეგენდების“ მატჩზე წერს.

მისი თქმით, თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა და ამინდის მიუხედავად ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არველაძე მოხარულია იმით, რომ მატჩი საქართველოში გაიმართა და ბევრ ევროპულ ქვეყანას აჯობა. ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თამაში „ინტერის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა ხავიერ ხანეტიმ და ლუიშ ფიგუმ გახსნა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩი 7 მარტს ბათუმში გაიმართა. შეხვედრა 2:0  – სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ საყვარელი ფეხბურთელები ეხილათ მოედანზე. სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები გამოვიდნენ. მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა „ინტერმა“ ტაიმის მსვლელობისას ტემპს მოუმატა. სტუმრებმა 22-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, გოლის გატანა ლუიშ ფიგუმ მოახერხა. მეორე გოლიც მის ანგარიშზეა.

შეხვედრაში მონაწილეობა შოთა არველაძემაც მიიღო.

„ლეგენდების სერიის პირველმა მატჩმა მოლოდინს გადააჭარბა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, შესანიშნავად ჩაიარა. თავიდანვე ვამბობდით - რატომ არ შეიძლება საქართველოშიც გავაკეთოთ ის, რის ყურებასაც უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპაში ვართ მიჩვეული? ვფიქრობ, პირველივე ჯერზე, მატჩი იმაზე კარგად ჩატარდა, ვიდრე თუნდაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც თავადაც მითამაშია.

ბათუმმა ორივე გუნდს და გულშემატკივარს შესანიშნავად უმასპინძლა. სტადიონი ულამაზესია და სავსე ტრიბუნებმა ეს მატჩი კიდევ უფრო დაამშვენა. ასევე, მნიშვნელოვანია რომ მეტ-ნაკლებად ყველა ფეხბურთელმა მოახერხა ჩამოსვლა და თამაში. შესანიშნავი იყო ინტერის შემადგენლობა ხავიერ ძანეტის და ლუიშ ფიგუს ლიდერობით. ძალიან საამაყოა, რომ ეს პროექტი ასეთი დიდებული გუნდის და ფეხბურთელების მონაწილეობით გაიხსნა. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი საინტერესო თამაში და ვარსკვლავური გუნდი გველოდება.

მადლობა გულშემატკივარს, მედიას და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტით დაინტერესდა. მადლობა გენერალურ სპონსორ europebet-ს, პარტნიორებს და ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მატჩის გარდა, რამდენიმე თვე ამ პროექტზე მუშაობას დაუთმო და საკუთარი ბრენდი Legend Series-ს დაუკავშირა. ფეხბურთელებმა დიდი სიამოვნება მივიღეთ, დარწმუნებული ვარ, ასეა გულშემატკივრის შემთხვევაშიც“, - წერს შოთა არველაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕13 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის გაზაფხული განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება - ასტროლოგები ასახელებენ