8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს.
ცნობილია, რომ 27 წლის ბექა რევაზიშვილის ძებნაში სამართალდამცველები და კინოლოგები იყვნენ ჩართული. ის სახლიდან 6 აგვისტოს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
„მენახირემ გაგვაგებინა, რომ ადამიანის ფეხის ჩანსო. მდინარეზე მარტო ფეხი ჩანდა. ვერ ამოჰყავდათ ისე იყო დაბმული. ტროსი ჰქონდა ხუთჯერ შემოხვეული. მძიმე ტვირთი - ქვა ჰქონდა ყელზე შემოხვეული და ასე იყო წყალში“, - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მართვის მოწმობა კი არა, ბავშვი უნდა ჩამოერთვას“ - შოკის მომგვრელი კადრები სოცქსელიდან