Digest Logo

🎥 „მძღოლად, მღებავად და მშენებლობაზეც ვიმუშავე” - ემიგრაცია, სამშობლოში სოციალური დახმარების იმედად ცხოვრება და დაკარგული ბინა - ვახტანგ ფანჩულიძე

1727895638
ვახტანგ ფანჩულიძე

მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე, რომელიც საზოგადოებამ გამორჩეული როლებით შეიყვარა, სტუმრად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა, სადაც ემიგრაციასა და მძიმე ეკონომიკურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

„30 წლის განმავლობაში პირადი სიცოცხლე მომპარეს პოლიტიკოსებმა, ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ პოლიტიკაში. გაჩერდა ხელოვნება და კინო. საუბარია 90-იან წლებზე. მხედრიონელობაზე უარი ვთქვი, იმიტომ კი არა რომ მსახიობი ვიყავი. ავტომატს ხელში დავიჭერდი მტრების წინააღმდეგ და არა ქართველების. ემიგრაციაში მომიწია საბერძნეთში წასვლა. მომიწია მძღოლად მუშაობა მერე ხელფასი მომიმატეს, რომ გაიგეს რომ მსახიობი ვიყავი. აქედან კასეტები წავიღე და გაგიჟებული იყო რომ ნახა დამსაქმებელმა - ასეთი მსახიობი ხარ და პატივს არ გცემენო? მღებავათაც ვიმუშავე მშენებლობაზეც. აქ არაფერი არ ხდებოდა და არა უნდა მეკეთებინა.

5 წლის შემდეგ ჩამოვედი, ისევ იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. სოციალური დახმარება დამინიშნეს და ბატონმა მიხეილმა 30 მანეთი დაგვინიშნა, დღეში ერთი ლარი“, - ისაუბრა ვახტანგ ფანჩულიძემ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთ კვირაში ვთხოვე ცოლობა...“ - მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე ცხოვრების მთავარ სიყვარულზე

🎥 „მნიშვნელოვანია სწორი კვება და აუცილებელია ცხოველური პროდუქტები“ - ყველაფერი აუტიზმის შესახებ - ექიმ ლაშა ჯაყელის რჩევები

„დედამისმა გამოქვაბულში, მარტომ იმშობიარა... მერე მწყემსიც გამოჩენილა... ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია...“ - 2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა