Digest Logo

„ფსიქიკის „კაპრიზებს“ ნუ წაართმევინებთ სიცოცხლის ყველაზე ძვირფას ელემენტს - დროს!“ - ლევან შელეგია ფსიქოთერაპიის მნიშვნელობაზე

1770754147
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ფსიქოთერაპიის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„🧠 ☀️ფსიქოთერაპია პირველ რიგში, არ ტეხავს!!!

თუ ფიქრობ, რომ ტეხავს - ეს მართლა ძალიან ტეხავს და დროა, update გაუკეთო შენს ობ მოდებულ და სხვებისთვის პოტენციურად მავნებელ შეხედულებებს! ფსიქოთერაპია არის მკურნალობის ტანდემი, მეთოდი თერაპევტს და პაციენტს შორის უკეთესი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მისაღწევად.

ფსიქოთერაპიას, ისევე როგორც გულის გადანერგვას, შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, გახანგრძლივება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ფსიქოთერაპია ერთი შეხედვით კი არის საუბარი, მაგრამ იგივენაირად, რამდენადაც სიმფონიას შეიძლება უწოდო მხოლოდ ხმაური.

ფსიქოთერაპიას ჭსირდება პირველ რიგში კომპეტენტური თერაპევტი. ფსიქოთერაპევტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ:

✅ფსიქოლოგიური და/ან სამედიცინო განათლება

✅დამატებითი, თერაპიული ცოდნა & გამოცდილება

✅ადამიანის ანატომიის, ფიზიოლოგიის სოლიდური ცოდნა

✅ზოგადი განათლება

✅ემპათიის უნარი

✅ტაიმინგის შეგრძნება, დროის ფლობა პაციენტს „ევალება"

✔გამოჯანმრთელების მკაფიო მოტივაცია, წყურვილი

✔ყელში ამოსული ავად ყოფნა

✔ინტელექტის და თვითრეფლექსიის გარკვეული საფეხური

✔მოთმინება

✔ცოტა ოპტიმიზმი

✔დისციპლინა თუ ჩამოყალიბდა პაციენტს და თერაპევტს შორის ნდობაზე და პატივისცემაზე დაყრდნობილი თერაპიული ურთიერთობა, ფსიქოთერაპიას ფაქტობრივად საზღვრები აღარ აქვს, განსაკუთრებით შემდეგი აშლილობების/დაავადებების მკურნალობასა და განკურნებაში:

➡️ "ნევროზები"

🔸️ პანიკური აშლილობა

🔸️ აგორაფობია (სახლიდან, კომფორტის ზონიდან გასვლის შიში)

🔸️ სოციალური ფობია

🔸️ შფოთვა, შინაგანი დაძაბულობა

🔸️ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (Generalized Anxiety Disorder)

🔸️ კლაუსტროფობია

🔸️ აკროფობია (სიმაღლის შიში)

🔸️ არახნოფობია (ობობის შიში)

🔸️ და სხვა ნებისმიერი ფობია. ფობიები, შიშები და ყოველივე ზემოთ ხსენებული, როგორც წესი, შესაბამისი ფსიქოთერაპიით იკურნება, ხშირად ბოლომდე!

☀️ 🔶️აკვიატებული აზრები/ქმედებები OCD

🔹️ დისთიმია (უხასიათობა)

🔹️ დეპრესია

🔹️ ბიპოლარული აშლილობ

ა ▪️ იმპულსის კონტროლის სისუსტე

▪️ "მე"-ს სისუსტე (Ich-Schwäche)

🔻 პოსტტრავმული აშლილობა PTSD

🔷️ უძილობა

🔷️ უენერგიობა

🔷️ კონცენტრაციის დეფიციტი ↪ ფსიქოსომატური აშლილობები ↪ "ვეგეტოდისტონია" ↪ ქრონიკული ტკივილის სინდრომი ↪ ნაწლავის ფუნქციური დარღვევები (Irritable Bowel Syndrome) ↪ ხმის "დაკარგვა" ↪ და ასე შემდეგ 🔺️ დამოკიდებულება სხვადასხვა ნივთიერებაზე, ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე, სექსზე ...

➡️სექსუალური სპექტრის პრობლემები

▫️ ერექტიული დისფუნქცია

▫️ ნაადრევი ეაკულაცია

▫️ ანჰედონია (სიამოვნების ვერ მიღება)

▫️ ანორგაზმია (ორივე სქესში)

▫️ ვაგინიზმი

▫️ სექსთან ასოცირებული ტრავმები

▫️ პრობლემები საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასთან

▫️ პარაფილიები

▫️ და ასე შემდეგ ყველაზე გავრცელებული ჩემი გამოცდილებიდან არის - ფობიური, შფოთვითი, პანიკური აშლილობები და - დეპრესია - იდენტობის პრობლემები - სექსუალური დისფუნქციები ეს ყველაფერი ძალიან კარგად ემორჩილება ფსიქოთერაპიას!

მოკლედ, ფსიქოთერაპიას იმაზე ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ყველაზე დიდი მნიშვნელობა წარმატებისთვის აქვს კარგ, სოლიდურ, თბილ, მაგრამ სათანადოდ დისტანცირებულ თერაპიულ ურთიერთობას, ორივე პერსპექტივიდან.

თუ პირველი 3-5 სეანსის შემდეგ უკმაყოფილო იქნებით შედეგით, სჯობს იპოვოთ შემდეგი! ყველა თერაპია არის ძალიან ინდივიდუალური, როგორც ყველა პაციენტის სული, ცხოვრება, ტემპი, რიტმი, პაუზა ძალიან ზოგადად და მარტივად: პაციენტი მოდის პრობლემით, პრობლემის გადასალახად მას სჭირდება რესურსები.

ფსიქოთერაპიის პირველი ეტაპი ეთმობა სწორი, ძალიან ზუსტი დიაგნოზის დასმას და ასევე პაციენტის განათლებას იმაში, თუ რა სჭირს მას (ფსიქოედუკაცია). ამის შემდეგ თერაპევტი და პაციენტი შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას, თერაპიულ სტრატეგიებს და უამრავ სხვა დეტალს... შემდეგ ეტაპზე ხდება პაციენტის რესურსების აქტივაცია შემდგომ ხდება ძალიან ბევრი საინტერესო რამ და ბოლოს პაციენტის სრული ან ნაწილობრივი გამოჯანმრთელება არ დაწეროთ, გთხოვთ, საქართველოზე ნიჰილისტური კომენტარები!

დარწმუნებული ვარ, საქართველოში არიან კომპეტენტური თერაპევტები. მათ უბრალოდ, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, პოვნა უნდათ!

❗არასოდეს არ დანებდეთ უბრძოლველად დაავადებებს, ფსიქოლოგიურ შეზღუდვებს

❗ ეს ცხოვრება ერთხელ გვეძლევა და ისიც, სუპერმარკეტის იოგურტივით, შეზღუდული ვადით. შესაბამისად, ფსიქიკის „კაპრიზებს“ ნუ წაართმევინებთ სიცოცხლის ყველაზე ძვირფას ელემენტს - დროს! თუ ამ ცხოვრებაში რაღაცისთვის ღირს ბრძოლა, არ დანებება, ხელახლა ცდა, ყველაფრის ინვესტიცია, ეს არის ჯანმრთელობა.

ჯანმრთელობის გარეშე შენი ცხოვრების ასპარეზიც და ჰორიზონტიც ხშირად შენი ოთახის ოთხი სულის შემხუთველი კედელია, ჯანის მრთელობით კი, თუ მოინდომებ, მთელი მსოფლიო შენია! დიახ, როგორც სხვა ყველაფერიც, ფსიქოთერაპიაც ფული ღირს და ძალიან ტრაგიკულია, რომ საქართველო ვეღარ გახდა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას ექნებოდა ამის საშუალება“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„შენ არ ხარ ღმერთისათვის უმნიშვნელო არსება, რაღაც განსაკუთრებულობას ატარებ...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ჩემი ცხოვრების მზის სხივი, ბედნიერი იყავი“ - ნანა ლორთქიფანიძე იუბილარია

„ილუზიის ლუციფერული ძალები ოსტატურად უბნევენ ადამიანს თავგზას და არწმუნებენ მას, რომ სიკეთე არ არსებობს“ - რას წერს რუსუდან კვირიკაშვილი