Digest Logo

🎥 „უნდა მოსულიყვნენ ხელის მოწერის ცერემონიაზე...გოგომ თქვა უარი...ვარიგებ ყვავილებს იმდენი დარჩა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე

1763824529
ზურა შევარდნაძე

„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე საკუთარ გამომწერებს, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს სიახლეებს.

ამჯერად იგი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ დაგეგმილი ხელის მოწერის ცერემონია პატარძალმა ჩაშალა და ქორწილზე უარი თქვა:

„დღეს უნდა დაეწერათ ჯვარი და მოსულიყვნენ ხელის მოწერის ცერემონიაზე. ეს ჩემთან ხდება უკვე მეოთხედ და გოგომ თინიკომ თქვა უარი. ამდენი ყვავილი, ვარდისფერ და თეთრ ფერებში უნდა გამეკეთებინა. დარეკა ანდრომ ცუდად ვარო. ვარიგებ ყვავილებს იმდენი დარჩა.

ძალიან გული მწყდება ისეთი საყვარლები იყვნენ, იმედია შერიგდებიან. ყოველ ჯერზე ვკვდები როცა ასეთი რაღაცა ხდება. იუსტიციაში უნდა მისულიყვნენ ჯერ და მერე ჩემთან. უნდა გაგვეკეთებინა ფიქციური ხელის მოწერა. მოხდა ასე და დილის მერე ვდგავარ და ვარიგებ ამ ყვავილებს. ძალიან შეწუხებული ვარ. ნახეთ რამდენი ყვავილია ყველგან. ყველაფერი შეთანხმებული იყო, ფერები ის ეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები“, - ამბობს ზურა შევარდნაძე ვიდეოში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველთვის ისაუბრეთ გამართული, გრამატიკული ქართულით...მაგრამ არასდროს არ დაივიწყოთ დიალექტი“ - რას ეუბნებოდა ანა კალანდაძე ზურაბ შევარდნაძეს

⭕ვინ არის მექსიკელი გოგონა, რომელმაც „მის სამყაროს“ტიტული მოიპოვა მას შემდეგ, რაც კონკურსის ორგანიზატორმა „სულელი“ უწოდა

⭕„მიყვარხარ მთელი ჩემი გულით... სამუდამოდ ერთად“ - ილია თოფურია ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს