Digest Logo

„აქ მძიმე მაყურებელია, ადვილად არ მოეწონები...არც არის ადვილი ბათუმელის თეატრში შემოყვანა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

1747728205
ნიკოლოზ წულუკიძე

მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემაში „ყავა ბათუმურად“ ბათუმის შესახებ საუბრობს, როგორც იგი ამბობს ბათუმი ყველას ქალაქია. 

„მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც არ ჰგონია რომ ბათუმი მისი ქალაქია, რადგან ამ ქალაქს აქვს ის სითბო და სიყვარული, რომელიც მის უშუალობის განსაზღვრას, შუაში ფილტრი არ აქვს. 

„სტეკლიაშკა“ ჩემთვის არის ადგილი ბათუმში, სადაც რომ მიხვიდე და დაჯდე სწორედ ისინი მოგიყვებიან რა არის ბათუმური ყავა. 

ჩემთვის ბათუმი ორ ადამიანთან ასოცირდებოდა - ვეტერანთა კლუბში სულ მელოდებოდა იურა ცანავა და მანუჩარ შერშვაძე, ამ ორ ადამიანს შუაში რომ ჩავჯდებოდი არაფერი არ მერჩივნა.

რაც შეეხება თეატრს ბათუმში, აქ მძიმე მაყურებელია ადვილად არ მოეწონები, არც არის ადვილი ბათუმელის თეატრში შემოყვანა“, - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ახლა არის დრო წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ“ - 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

⭕„ფრთხილად აირჩიეთ ადამიანები, ვისთანაც კომუნიკაციას გეგმავთ“ - 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის კლება - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში