ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია, „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავისი დაწერილი ლექსები წაიკითხა.
„სიყვარული, ეს არის ფსიქიკური და სულიერი დადებითი მდგომარეობა, რაღაც ეტაპზე სიგიჟეა, ამავდროულად სიყვარული სიკეთის აღმატებული ფორმაა, სიყვარული ბედნიერების ინდიკატორია.
სიყვარული ვერცხლის წყალივითაა, გაშლილ ხელზე გააჩერებ, მუჭში ვერა...
მე არასდროს ვამბობ მიყვარდა, ჩემთვის ჩემი ცხოვრება მარადიულია, დროის ის მომენტი, როცა მიყვარდა, ჩემშია. დრო მთავრდება, განისაზღვრება, მაგრამ სიყვარული იქ რჩება, ეს გრძნობა არის მარადიული“, - ამბობს ხათუნა ხოფერია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ევროპაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად სოფია ბაბლუანი დაინიშნა
⭕ წვიმა, თოვლი და ტემპერატურის ვარდნა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი