Digest Logo

🎥 „მე და ჩემი მეუღლე შვილიშვილით ვარსებობთ, დაბადების წამიდან, რომ ავიყვანე ხელში აღარც გამიშვია..“ - ნინო ნადირაძე

1789584794
ნინო ნადირაძე

ნინო ნადირაძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი, ექიმი კარდიოლოგი და კლინიკის „ვივამედი“ დირექტორია. იგი საზოგადოებისთვის პოპულარულია თავისი გამორჩეული იმიჯით, პირდაპირი იუმორითა და აქტიური სატელევიზიო კარიერით.

მან გადაცემაში „პრაიმშოუ“ ბებიობაზე ისაუბრა და ის ემოციები გაიხსენა, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი ორსულად იყო:

„ჩემთვის ბებიობა ხანდაზმულობასთან არ ასოცირდებოდა. ბებიაჩემი იყო 36 წლის, როდესაც მე დავიბადე. 

ბებიაჩემი ყოველთვის იყო ქუსლებზე, წითელი პომადით, ახალგაზრდა, მშრომელი, მედდა იყო. ძალიან ლამაზი იყო. 

ბაღში რომ მივყავდი ვეუბნებოდი, იპაკუნე, იპაკუნე. 

მე 47 წლის ვიყავი, როდესაც ბებია გავხდი, არ ვთვლი, რომ ახალგაზრდა ბებია ვიყავი. როცა გავიგე, ბებია უნდა გავმხდარიყავი, ვიტირე, ოღონდ სიხარულისგან არა. ისეთი დათრგუნული ვიყავი, მეორე დღიდან მოკლე კაბა აღარ ჩამიცვამს, რაღაც მოხდა ჩემში.

მე და ჩემი მეუღლე შვილიშვილით ვარსებობთ, დაბადების წამიდან, რომ ავიყვანე ხელში აღარც გამიშვია“, - ამბობს ნინო ნადირაძე. 

ცნობისთვის, ნინო ნადირაძეს ერთი შვილიშვილი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფრთხილად სიზმართან!“ - თაკო მელიქიშვილი სექტემბრის 2 თარიღს ასახელებს, როცა საბედოს ნახავთ

რატომ ითვლება 23 სექტემბერი ერთ-ერთ გამორჩეულ თარიღად და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს