Digest Logo

„50 წლამდე კაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდა, სრული პანიკა და დაბნეულობა“ - გმირი ექიმების ისტორია გორიდან

1762775346
ექიმებიექიმებიექიმები

გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადამ კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინა.

ამჯერად მედიკოსებმა 50 წლამდე კაცის სიცოცხლე იხსნეს, საკუთარ მანქანაში მყოფ მოქალაქეს არც პულსი და არც სუნთქვა აღენიშნებოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ Facebook გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს:

„გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადა ფილიალში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩის გამოძახება ლოზუნგით „უგონო“ მიიღო.

ადგილზე 3 წუთში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდა.

„ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა“, - იხსენებს პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე.

პარამედიკოსმა მამაკაცი მანქანიდან დაუყოვნებლივ გადმოიყვანა და და უსწრაფესად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული გულ-ფილტვის რეანიმაცია.

„პაციენტთან სასწრაფოდ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად ავიყვანეთ მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. მესამე ელექტროშოკის შემდეგ მოიხსნა ფიბრილაცია, სასწრაფოდ დავიწყეთ ჰოსპიტალიზაციის პროცესი“, - იხსენებს გიორგი გეგუჩაძე.

ჰოსპიტალიზაციისას მონიტორზე ისევ პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მანქანის გაჩერება მოუწია, ჩატარდა ისევ 2 დეფიბრილაცია, მეორე შოკის შემდეგ წამოვიდა სინუსური ბრადიკარდია, ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი.

კლინიკაში პაციენტს იშემიური დილატაციური კარდიომიოპათია დაუდასტურდა. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და ამჟამად თავს კარგად გრძნობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პარამედიკოსი: გიორგი გეგუჩაძე

ექთანი: მაია კოჩუაშვილი

მძღოლი: გივი ბალამწარაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი შესაძლებლობები, ფინანსური სტაბილურობა და კონფლიქტების რისკი - როგორი იქნება 10-16 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

„მიყვარხართ! კესანეს გაუმარჯოს და ჩემს თათულის“ - ნოდიკო ტატიშვილის პირველი ფოტო ქალიშვილთან ერთად

გადაცემას „ვინ ვინ არის“ კვლავ მაკა ზამბახიძე წაიყვანს - პროექტის ახალი სეზონი 10 ნოემბერს დაიწყება