Digest Logo

🎥 „მე და ჩემს ძმას ბავ­შვო­ბი­დან გვას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ქართველები და სომ­ხე­ბი მოძ­მე ხალ­ხია“ - არმან ცარუკიანის ძმა

1783766433
 არმან ცარუკიანი

UFC-ის მებრძოლის, არმან ცარუკიანის ძმამ, არტურ ცარუკიანმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველებს ბოდიში მოუხადა:

„გა­მარ­ჯო­ბა, მე­გობ­რე­ბო. მინ­და, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი აზ­რე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ. ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ქარ­თველ ხალ­ხს - ყვე­ლას, ვინც ეს ვი­დეო ნახა და შე­საძ­ლოა იფიქ­რა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მძულს .ეს აპ­რი­ო­რი გა­მო­რი­ცხუ­ლია, რად­გან მე და ჩემს ძმას ბავ­შვო­ბი­დან გვას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი მოძ­მე ხალ­ხია.

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დეთ და ამ ქვე­ყა­ნას­თან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გვა­კავ­ში­რებს, ამი­ტომ მსგავ­სი რამ უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ ჩემი ძმის ლან­ძღვა და ტა­ლახ­ში ამოს­ვრა და­ი­წყეს. ავენ­თე, კა­მათ­ში ჩა­ვე­ბი, ზო­გი­ერ­თმა „გე­ნი­ოს­მა“ კი ყვე­ლა­ფე­რი ისე წარ­მო­ა­ჩი­ნა, თით­ქოს ქარ­თვე­ლე­ბი მძულს.

მინ­და მათ მივ­მარ­თო და ვუ­თხრა: თქვენს საქ­მეს მი­ხე­დეთ, გე­თაყ­ვა, სპორ­ტსმე­ნებს ხელს ნუ უშ­ლით, ამ კონფლიქტში ნუ ერე­ვით და თრეშ-თოქს გულ­თან ახ­ლოს ნუ მი­ი­ტანთ. ეს მათი სა­მუ­შა­ოს ნა­წი­ლია. სულ ეს არის“, - ამ­ბობს არტურ ცარუკიანი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ARTUR TSARUKYAN ✝️ (@tsarukyan__777)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „უკეთ მუშაობს დიპლომატია“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ დღეს, 11 ივლისს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში