
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.
ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. ფოტომოდელი არ აკონკრეტებს, ვის ეძღვნება ეს პოსტი, თუმცა სავარაუდოდ, ბიზნესმენ დავით კოდუას მიმართავს.
„მე დაგტოვე და გისურვებ საუკეთესო მომავალს, უჩემოდ... დაგვჭირდები ცხოვრების ბოლომდე და გგულშემატკივრობთ მე და ვიკი“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა მან 8 ივლისს დაწერა მინიშნება, კვლავ მარტოა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ნინიკო მამარდაშვილის საზაფხულო ლუქი - კადრებმა საზოგადოების კომპლიმენტები დაიმსახურა