
მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ამასთან, მანიკა ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელსაც სხვადასხვა გადაცემები მიჰყავს.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. მისი ბოლოდროინდელი წარმატებებიდან გამორჩეულია პროექტი „ვინ ვინ არის“, სადაც ფასკუნჯის როლში გარდასახულმა მანიკამ გამარჯვება მოიპოვა და ამ გამარჯვებამ მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა.
იგი ამჯერად სტუმრად დის შვილებთან, გიო და ლიზი არზიანებთან ერთად გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა სადაც დეიდის ამპლუაზე ისაუბრა:
„ორივე ჯერზე დავესწარი ჩემი დის მშობიარობას, შესაბამისად მე ვარ ადამიანი, რომელმაც პირველად ნახა ლიზაც და გიოც. ბედნიერი ვარ, რომ პირველი წამიდან ჩართული ვარ მათ ცხოვრებაში. ლიზა დიდია ჩემ შვილზე. გიორგობას შევიტყვე ფეხმძიმობის შესახებ, შესაბამისად ჩემ ვაჟსაც გიო ჰქვია.
ლიზა იყო ჩვენთან პირველი ბავშვი და ვნერვიულობდი რანაირად უნდა შემიყვარდეს ჩემი შვილი ლიზასნაირად მეთქი. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. შვილიც ასე შემიყვარდა. კონტროლის ნაწილი ჩემგან მოხსნილია თუმცა, სხვა ფუნქციები შეთავსებული მაქვს“, - ამბობს მანიკა ასათიანი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საოცარი გოგო“ - ნუცა თოფურია ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕ „ზომიერი ალკოჰოლის მოხმარებაც კი კიბოს რისკს ზრდის...“ - გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები
⭕„მკვლელობას შეესწრო მიშას მეუღლე...“ - თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები