მარტის აქციების დროს სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა პირველადი ჩვენებით მან ეს ფაქტი დაადასტურა. საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის, მაგრამ მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილმა ბრალდებული პოლიტპატიმრად გამოაცხადა.
დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე „ტვ პირვეთან“ ამბობს:
„მე ვარ თამთა კალანდაძე, ლაზარეს დედა. ამას ვამბობ სრული სიამაყით, იმიტომ რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე, გულანთებული, ნათელი ადამიანია.
მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს.
ის სრულიად გულწრფელი და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული და გამოხატული და მის ამ შინაგან გამოძახილს აბა რა შეაჩერებს, ხალხო. ალბათ, ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული თვალსაჩინო დასჯისა, ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა.
მინდა თითოეულ პიროვნებას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩვენს განსაცდელს იზიარებს, გულითადი მადლობა გადავუხადო.
ერთი ასად დაგიბრუნდეთ ყოველი კეთილი სიტყვა და საქმე.
ჩემი შვილი სახლში მინდა, გულგატეხილი კი არა, ძლიერი, უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა, სამართალში დარწმუნებული. მოდით, მივანდოთ ჩვენს ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრება, რომ თავისუფლად და ლაღად აშენონ თავისთვის მოსაწონი სამშობლო“,- განაცხადა თამთა კალანდაძემ
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ციხეში მითხრა ერთმა, შენ დაჯექი, ჩვენ უკვე რვა წელია ვზივართო“ – რას წერს გიორგი კეკელიძე
🔵 Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს
🔵 „ვიყო მე მახინჯი, რა გადარდებთ“ - ვის მიმართავს კესარია აბრამიძე