Digest Logo

🎥 „მე ვიყავი სპერმის დონორი, ასე გამოდის...ვუჩივლებ აუცილებლად“ - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე შვილზე 15-წლიანი გაურკვეველი ისტორიის შესახებ

1764606311
გიორგი ნაზღაიძე

ცნობილი ტელესახე და მსახიობი, გიორგი ნაზღაიძე შვილისთვის ბრძოლას აგრძელებს. როგორც თავად ჰყვება, მას შვილი არასდროს უნახავს. აღნიშნულზე მან თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ ისაუბრა და გაიხსენა ისტორიაც, რომელიც საკუთარი შვილის დედასთან აკავშირებს.

მისი თქმით, დაახლოებით 2010 წელს, ამერიკაში მუშაობისას გაიცნო ქალი, რომელთანაც ინტენსიური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

ნაზღაიძე ჰყვება, რომ საქართველოში დაბრუნების წინ, წყვილს შორის სერიოზული საუბარი შედგა, რომლის დეტალებში მსახიობი არ ჩადის, თუმცა სწორედ ამ საუბრის შემდეგ, რამდენიმე დღეში, მოულოდნელად მიიღო შეტყობინება, რომ მათ შორის ურთიერთობა დასრულდა.

„ჰო, არის, რომ ქალები არიან ხშირ შემთხვევაში სუროგატები; მე ვიყავი სპერმის დონორი, ასე გამოდის, საბოლოო ჯამში ასე გაირკვა. ეს ამბავი იყო დაახლოებით 2010 წელს. ამერიკაში კომპანიებთან თანამშრომლობის დროს გავიცანი ეს გოგონა. იყო აქ მისი დახმარებაც თავისთავად. ეს ყველაფერი გადაიზარდა ურთიერთობაში. ოჯახებიც გავაცანით ერთმანეთს, ქორწილიც დაგეგმილი იყო. როცა ვბრუნდებოდი საქართველოში მალდივებიდან, ისეთი საუბარი შედგა ჩვენ შორის, დეტალებს, რა თქმა უნდა, ვერ ჩავშლი. მან, როგორც ქალმა, გააკეთა ყველაფერი, რომ დაორსულებულიყო. თბილისში რომ ჩამოვედით, დავემშვიდობეთ ერთმანეთს აეროპორტში და შემდეგ მომწერა, რომ სამწუხაროდ უნდა დავშორებულიყავით.

მოულოდნელი იყო ეს ჩვენი დაშორება და სადღაც სამ თვეში მირეკავს ჩემი მეგობარი: „გილოცავ, მამა ხდებიო.“ მე გამიკვირდა, რა თქმა უნდა. არანაირი წინაპირობა არ იყო იმისა, რომ დავშორებულიყავით. ის მიდიოდა ამერიკაში, მე, საქართველოში. ისე არავინ არ მყვარებია, როგორც დღეს მიყვარს, თუმცა იმ დროისთვის მეგონა, რომ სიყვარული იყო. დიდად არ განვიცდიდი ხოლმე მაშინ დაშორებებს. ორსულად რომ იყო, გავიგე ჩემი მეგობრისგან, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. დაინახა მუცლით და დამირეკა, რომ მამა ვხდებოდი. შემდეგ დავუკავშირდი ამ გოგოს და მშვიდად ვკითხე: გავიგე, ორსულად ხარ და რა გავაკეთოთ? მოდიოდა აგრესიული ტექსტები: „ეს ბავშვი შენი არ არის, დაგვანებე თავი“ და ა.შ. მე ვუთხარი: სარკეში გადაუღე შენ თავს ფოტო, რადგან მანამდე თქვა, რომ ორი კვირის ორსული იყო. მან ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. იყო მუქარები და ისტერიკული მესიჯები. მერე მეუბნებოდა, რომ ბავშვი ჩემი არ იყო.

გადავწყვიტე, რომ „დნმ“ გამეკეთებინა, უკვე ბავშვი დაბადებული იყო. ეს რომ გაიგო, დაიწყო მუქარა, ჩემიც და იმ ადამიანებისაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ამბავში. შემდგომ მისი ადვოკატიც ჩაერთო. ბავშვს ჩაუწერეს, რომ არის ამერიკის მოქალაქე და მის მამად წერია ვიღაც ბერძენი. როდესაც თავს არ ვანებებდი, გამომიგზავნა ბავშვის დაბადების მოწმობა და ვნახე ეს ყველაფერი. დნმ-ს არ დათანხმდა, რომლის ხარჯიც სრულიად ჩემი იყო. არ ვიცი, ეს ყველაფერი რისთვის დასჭირდა. არის რამდენიმე ვარიანტი: იგი დაქორწინდა ბავშვის გაჩენის შემდეგ; შესაბამისად, ვეჭვობ, რომ იყვნენ წყვილი, რომლებიც ბავშვს ვერ აჩენდნენ, ან ეს ბავშვი გაასაღა იმ კაცის შვილად. არ ვიცი. ამდენი წელი ბავშვის ფოტო არსად არ არის დადებული, არც მისი ნათესავების გვერდზე. მგონია, რომ მე მგავს, თან ბიჭია. მგონია, დრო ყველაფერს დაალაგებს.

მინდა, რომ ბავშვის უფლებები მოვიპოვო. მინდა დავრწმუნდე, ჩემი შვილია თუ არა. მე არ გამომიცდია მამობა და ვერ ვიტყვი, რომ მინდა, უბრალოდ მინდა, დავმშვიდდე. შემდგომ, მასთან, რაც გენეტიკურად ჩემი ნაწილია, მქონდეს ურთიერთობა. მინდა, მქონდეს კომუნიკაცია. ვერავინ შეძლებს ანაზღაუროს იმდენი წელი, რაც გაიარა ადამიანმა“, - აღნიშნა გიორგი ნაზღაიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ვერ მოერგო ჰარმონიას... არ ჰყავს გვერდში ნამდვილი მეგობრები, სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები“ - ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ პარტნიორზე

„ალკოჰოლი მხოლოდ თეთრ ფერში, დაფნის ფოთოლი აუცილებლად...“ - რა უნდა იცოდეთ საახალწლო სუფრის გაწყობამდე

🎥 „როგორ ცხოვრობენ მდიდრები და ღარიბები გვერდიგვერდ“ - სოსო ნებიერიძე მუმბაიში მოგზაურობს