მსახიობი ეკა მახარობლიშვილი გადაცემაში „პრაიმშოუ“ ადამიანებს შორის არსებულ კონფლიქტებს, ურთიერთობებში დაშვებულ შეცდომებსა და საკუთარ ხასიათზე საუბრობს.
მსახიობი აღნიშნავს, რომ რთულ და ემოციურ სიტუაციებში ხშირად უმჯობესია დისტანციის დაცვა:
„ზოგადად ვართ ყველა ისე ვართ აღზრდილები, რომ გვეუბნებოდნენ როცა ორ ადამიანს შორის კონფლიქტია ორივე არიან დამნაშავეები. ბავშვების ჩხუბის დროსაც ამას გვეუბნებოდნენ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის მე ამ ურთიერთობაში ვარ ტოქსიკური.
ყველა უნდა დავფიქრდეთ საკუთარ საქციელზე, იქნებ ჩვენც გვეშლება. თუ სერიოზულ ამბავში გადავიდა ცემა-ტყეპაში ეს საქმე, აქ კიდევ რთულია ადამიანის დაკარგა. ხვდები ექიმი გჭირდება, ნერვები გაქვს საშინელ დღეში, ამ დროს ჯობია შორიდან გიყვარდეთ ერთმანეთი და შორიდან გიხაროდეთ ან გეწყინოთ ერთმანეთის ცუდად ან კარგად ყოფნა.
მე ძალიან თავისუფლად გაზრდილი ვარ. ოჯახი ყველაფერს მითმობდა, მისრულებდა. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ყველაფერი რთული იყოს. მე ვთხოვ ადამიანებს, როგორიც ვარ ისეთი შემიყვარონ“, - აღნიშნა ეკა მახარობლიშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: