ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში მერკურის რეტროგრადულობის პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს დრო თითოეული ადამიანის ფსიქოლოგიურ მხარეზე განსაკუთრებულად აისახება.
როგორც ასტროლოგი განმარტავს, მიმდინარე ენერგიები გვაიძულებს, თვალებში შევხედოთ საკუთარ შიშებსა და სისუსტეებს, გაცნობიერებულად გადავაფასოთ ღირებულებათა სისტემა და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ:
„მერკურის რეტროგრადულობა მორიელის ზოდიაქოში.
მიმდინარე პერიოდი განსაკუთრებით აისახება ფსიქოლოგიურ მხარეზე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც გვერდიდან დაგვანახვებს ჩვენს შიშებს, ხასიათის სისუსტეებს და გვაიძულებს თვალებში შევხედოთ მათ, გავიაროთ აუცილებელი ტრანსფორმაცია.
ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ხდება, ჩვენი შიშების შედეგია. ის, რაც დავაპროგრამეთ გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად. სიტუაციის შესაცვლელად, პერიოდი ითხოვს შიშების დაძლევას, იმ მოცემულობის სხვა მხრიდან დანახვას, რომელსაც კატასტროფად აღიქვავდით.
4 ნოემბრამდე განვითარებული მოვლენები, ჩვენივე ხასიათის გამოძახილია, რომელზედაც უნდა დავფიქრდეთ და 4 რიცხვიდან შევცვალოთ ღირებულებათა სისტემა. აუცილებელია სუფთა, გარკვეული აზრები-სურვილები გავუშვათ სამყაროში.
4 ნოემბრიდან შეგვიძლია დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ჩვენი აზროვნება, დავინახოთ ხასიათის სისუსტეები და დესტრუქციული მხარე, შესაბამისად მოვერიოთ მათ. ვმართოთ ჩვენი აზრები და არ გვმართონ ეჭვებმა, შიშებმა, პანიკამ.
მოცემულობა საუკეთესო შანსია, საბოლოოდ გადავიდეთ ახალ ეტაპზე, გავაძლიეროთ ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არ ვიყოთ მარტივად მსხვრევადები შინაგანად.
ვინც დააიგნორირებს, ან იგივე შიშებში დარჩება 4 ნოემბრის შემდეგ, მომავალი 3 თვე გაიჭედება არსებულ სირთულეებში და შემდეგ რეტროგრადულობაზე მეტ სირთულეებში აღმოჩნდება.
აუცილებელია, მოიშოროთ ირაციონალური შიშები, ეჭვები, ნეგატიური ფანტაზია, არ აჰყვეთ ბოროტ ენერგიებს და არ შეაშინებინოთ თავი იმას, რაც მხოლოდ თქვენს თავში ხდება.
ასევე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ რაც ჩვენს ხელში არ არის, ამაზე ნერვიულობა უგუნურებაა და ვკონცენტრირდეთ იმაზე, რისი შეცვლაც ადამიანური რესურსებით შეგვიძლია“, - წერს ხატია ბედოშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვენერას ოკულტური ანატომია და უძველესი საიდუმლოებები - ქეთი ოდიშელი პლანეტის საკრალურ კოსმოგრაფიაზე