Digest Logo

🎥 უეფას ახალგაზრდული ლიგა: თორნიკე კვარაცხელიას დუბლი და საგოლე გადაცემა – „დინამო თბილისმა“ დანიის ჩემპიონი დაამარცხა

1793209893
თორნიკე კვარაცხელია

უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისმა“ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა, შესანიშნავი თამაში აჩვენა და დანიის ჩემპიონი დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.

ტურნირის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, თბილისელებმა შესანიშნავად დაიწყეს – ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ მე-4 წუთზე გახსნა, მერე მისი გადაცემით სანდრო მიქაუტაძემ (27) „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა.

მატჩის გმირი კი თორნიკე კვარაცხელია გახდა. მან შესვენების შემდეგ, 51-ე წუთზე, მარცხენა ფლანგზე წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა, გოლი კი ხვიჩას სტილში აღნიშნა.

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მე-2 რაუნდის საპასუხო შეხვედრა 4 ნოემბერს დანიაში გაიმართება. მატჩს კოპენჰაგენის „ვალბი სპორტს პარკი“ უმასპინძლებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მერკურის რეტროგრადულობა მორიელში - ხატია ბედოშვილი საზოგადოებას: „4 ნოემბრიდან შეგვიძლია, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი აზროვნება“

⭕ „მინდა, ეგონოთ მათი მამა საუკეთესოა...“ - კიმ კარდაშიანი ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან ერთად შვილების აღზრდის „დიდ ტვირთზე“

⭕ ვენერას ოკულტური ანატომია და უძველესი საიდუმლოებები - ქეთი ოდიშელი პლანეტის საკრალურ კოსმოგრაფიაზე

წყარო: 1tv.ge

✕