მსახიობ გიორგი გილიგაშვილის ბიძა, ყოფილი მაღალჩინოსანი როლანდ გილიგაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას გიორგის და, ნუცა გილიგაშვილი ავრცელებს.
„ჩემი საამაყო ბიძა აღარ მყავს, მაგრამ ისეთი ღირსეული და პატიოსანი კაცი იყავი, ყოველთვის დარჩება შენი სამაგალითო საქმეები ისტორიებად და მაგალითებად…
მადლობა, რომ ჩვენი გვარის სიამაყე იყავი და ყველას ისეთ კეთილ და პატიოსან ადამიანად ახსოვხარ, რომ ხაზგაუსმელი არავის რჩება… მეამაყები როლანდი ბიძია და სულ ასე იქნება.
მიყვარხარ“, - წერს ნუცა გილიგაშვილი.
ცნობისთვის, როლანდ გილიგაშვილი - იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო 1986-1997 წლებში, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი 1999წელს. ამასთანავე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე 1997-1999 წლებში, ხოლო 2001 წლიდან 2003 წლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
🔵 გაერთიანებულ სამეფოში 3 ადამიანი სხვადასხვა ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია