Digest Logo

🎥 „მედიცინა კოლხეთიდან, მედეადან მოდის, ჩინელებმა კი ეს ცოდნა შემოგვინახეს...“- მარიამ ყაზარაშვილი

1789654626
მედეა კოლხი

ტრადიციული ჩინური მედიცინის სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი და ბიორეზონანსული დიაგნოსტიკის დოქტორი მარიამ ყაზარაშვილი პოდკასტში TORNIKE {TOCAFE} TATISHVILI სტუმრობდა, სადაც ალტერნატიული მედიცინის უპირატესობებზე, ბიორეზონანსულ კვლევებსა და საზოგადოებაში არსებულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ტაბუებზე ისაუბრა.

ყაზარაშვილის თქმით, ჩინური მედიცინა ათასწლეულებს ითვლის, თუმცა ისტორიულად მედიცინის საწყისები კოლხეთს უკავშირდება.

„მედიცინა საერთოდ ქართული კოლხეთის დედოფალ-პრინცესა მედეასგან მოდის, ჩინელებმა კი ეს ცოდნა შემოგვინახეს და განავითარეს“, - აღნიშნა მან.

სპეციალისტმა გადაცემაში წარმოადგინა ბიორეზონანსული აპარატურა, რომელსაც ორგანიზმში არსებული დარღვევების ამოცნობა და პრევენცია უმოკლეს დროში შეუძლია:

„სპეციალური ელექტროდების მეშვეობით, აპარატი 5 წუთში 47 ორგანოს მდგომარეობას იკვლევს - თავის ტვინიდან ტერფის ჩათვლით. კვლევა ადგენს არა მხოლოდ ანთებით, მწვავე თუ ქრონიკულ პროცესებს, არამედ ვირუსებს, ბაქტერიებს, პარაზიტებს, ჰელმინთებსა და სოკოვან ინფექციებს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას შეუძლია უჯრედულ დონეზე მიმდინარე ცვლილებების დაფიქსირება მანამ, სანამ დაავადება კლინიკურად გამოვლინდება. ტრადიციული ჩინური მედიცინა ადამიანის ორგანიზმს აღიქვამს როგორც ერთ მთლიანობას და ორიენტირებულია არა სიმპტომების დროებით ჩახშობაზე, არამედ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ფსიქიკურ წონასწორობასა და სწორ კვებაზე“,- აღნიშნა მარიამ ყაზარაშვილმა.

პოდკასტში ასევე მიმოიხილეს საზოგადოებაში არსებული ფსიქოლოგიური პრობლემები, ოჯახური კონფლიქტები და სექსუალური განათლების ნაკლებობა.

„მრავალწლიანმა ისტორიულმა სტრესმა და ინფორმაციულმა ვაკუუმმა საზოგადოებაში ბევრი ტაბუირებული თემა გააჩინა, რაც ხშირად ხდება ოჯახების დანგრევისა და ფსიქოსომატური დაავადებების გამომწვევი მიზეზი. ხაზგასასმელია სტრესის მართვისა და სწორი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას, რათა ადამიანებმა შეძლონ ჯანსაღი ურთიერთობებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება“, - დასძენს იგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: