მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის ფინალი შედგა.
დღევანდელ ტურში სამმა წყვილმა 2-2 საკონკურსო ცეკვა წარმოადგინა. მათ ჟიურისგან 30-30 ქულა დაიმსახურეს. მაყურებელთა ზარებისა და შეტყობინებების მიხედვით კი გამარჯვებულები გახდნენ: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია. გამარჯვებულ ლუკა ჭანიშვილს ბათუმში ბინის გასაღები, სპეციალური თასი და სხვა პრიზები გადაეცა. გამარჯვებულს თასი ნანუკა სტამბოლიშვილმა გადასცა.
მეორე ადგილზე გავიდნენ: ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო. ირაკლის სპონსორისგან 10 ათასი ლარი გადაეცა. ასევე, „ფრანკო ფონტანას“ საჩუქარი.
მე-3 ადგილზე გასულ წყვილს: ეკატერინე გურგენიძეს და გიორგი რევიშვილს გადაეცათ საგზური დოჰაში, ასევე რადიო იმედის“ ფულადი ჯილდო 1000 ლარი. ამასთან, ფინალისტს, ეკატერინეს „ნატალიმ“ 2 ათასი ლარი გადასცა.
XIV სეზონი სხვა სეზონებისგან გამორჩეულია, რადგან კონკურსანტები ქართული ცეკვის სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები არიან. კონკურსის დასაწყისში სულ 11 წყვილი მონაწილეობდა: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია, ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი, ნინიკო მატკავა და სანდრო საბაძე, ნიკა ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე, ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო, ინა ჩიხლაძე და ლუკა სტეფნაძე, გაგა ბოხუა და ხათუნა ოქიტაშვილი, დათო გოგრიჭიანი და ნინი ბიბილეიშვილი, ლევან დიასამიძე და ლისა ლიპარტელიანი, მარიამ ქავთარაძე და გუკა ჭანტურია, გვანცა ლობჟანიძე და რატი გაჩეჩილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ლამაზი ხარ, ბედნიერი დღეები“ - მანუ მურღულია ბაკურიანში ისვენებს