მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის მეოთხე ეპიზოდი შედგა.
კონკურსის მონაწილეებმა მარიამ ქავთარაძემ და გუკა ჭანტურიამ დღევანდელ ტურში ცეკვა „ქართული“ შეასრულეს და ჟიურის შეფასება 21 ქულა დაიმსახურეს. მათ ეს ნომერი აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად შეასრულეს.
გაგა ბოხუამ და ხათუნა ოქიტაშვილმა მაყურებელს ცეკვა „ოსური“ შესთავაზეს, რისთვისაც ჟიურისგან ასევე 21 ქულა დაიმსახურეს.
ლევან დიასამიძისა და ლისა ლიპარტელიანის წყვილი კი ცეკვა „მთიულურით“ წარდგა. მათაც 21 ქულა მიიღეს.
ნინიკო მატკავასა და სანდრო საბაძის წყვილის საკონკურსო ცეკვა „აფხაზური“ იყო. მათთან ერთად სცენაზე იყო ანსამბლ „არსიანის“ წევრებიც. მათი ცეკვაც 21 ქულით შეფასდა.
ნიკა ჩუბინიძემ და ნიცა ციბაძემ ცეკვა „რაჭული“ შეასრულეს. მათთან ერთად სცენაზე „რუსთავის“ მოცეკვავე წყვილიც ცეკვავდა. მათ 21 ქულა დაიმსახურეს.
ლუკა ჭანიშვილმა და ელენე დავითაიამ ცეკვა „სატრფიალო“ წარმოადგინეს. წყვილს ცეკვის დადგმაში ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი გოგიტა თათულაშვილი დაეხმარა. მათაც 21 ქულა მიიღეს.
დათო გოგრიჭიანისა და ნინი ბიბილეიშვილის წყვილმა ცეკვა „ყაზბეგური“ ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად შეასრულა. ჟიურისგან მათ 21 ქულა დაიმსახურეს.
ეკატერინე გურგენიძემ და გიორგი რევიშვილმა „აჭარული“ იცეკვეს. წყვილს ნომრის მომზადებაში გიორგი ფერსენაძე ეხმარებოდა. მათ 21 ქულა დააგროვეს.
ასევე, ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო ცეკვა „კინტოურით“ 21 ქულით შეფასდნენ.
ამდენად, შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილებით, დღევანდელი საკონკურსო გამოსვლის შედეგად ყველა წყვილი კონკურსში დარჩა.
შემდეგ ორშაბათს კი მეგაშოუში „ოქროს ჰიტების“ ტური შედგება.
XIV სეზონი სხვა სეზონებისგან გამორჩეულია, რადგან კონკურსანტები ქართული ცეკვის სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები არიან. კონკურსის დასაწყისში სულ 11 წყვილი მონაწილეობდა: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია, ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი, ნინიკო მატკავა და სანდრო საბაძე, ნიკა ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე, ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო, ინა ჩიხლაძე და ლუკა სტეფნაძე, გაგა ბოხუა და ხათუნა ოქიტაშვილი, დათო გოგრიჭიანი და ნინი ბიბილეიშვილი, ლევან დიასამიძე და ლისა ლიპარტელიანი, მარიამ ქავთარაძე და გუკა ჭანტურია, გვანცა ლობჟანიძე და რატი გაჩეჩილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი ალბათობაა, რომ პირად ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყოს...“ - 20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕„ძალიან დიდი ტკივილი მაქვს დღემდე, რომ მამა გარდაცვლილიც ვერ ვნახე“ - რას ამბობს თამუნა ამონაშვილი