Digest Logo

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1749796499
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა 10 წლის წინ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 10 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი მაშველი ზურაბ მუზაშვილი. ის 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში, წყალდიდობის დროს მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული. ზურაბ მუზაშვილმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი, წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

2015 წლის 13 ივნისის მოვლენების დროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ერთ-ერთი პირველი მორეაგირე უწყება იყო. მეხანძრე-მაშველები, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებშიც იყვნენ ჩართულნი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მუცლით შავ მძიმე ლოდს დავატარებ... ივნისის ასეთ წვიმიან ღამეებში ძალიან მძიმდება და ტარება ძალიან მიჭირს“ - ემოციური მოგონება 13 ივნისს დაღუპულ გოგონებზე

🎥 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - ტრაგიკული თარიღის უმძიმესი კადრები

⭕ „პრატიკი ორი დღის წინ ჩამოვიდა, რათა ცოლ-შვილი წაეყვანა“ – ხუთსულიანი ოჯახის ბოლო ფოტო თვითმფრინავიდან, რომელმაც ინდოეთში კატასტროფა განიცადა