Digest Logo

ფრინველის გრიპით გარდაცვალების მეექვსე შემთხვევა კამბოჯაში - გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება!

1751563628
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ფრინველის გრიპით გარდაცვალების ფაქტებზე საუბრობს:

„კამბოჯამ 2025 წელს ფრინველის გრიპის (H5N1) უკვე მეექვსე შემთხვევა დაადასტურა და მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა - ბოლო მსხვერპლი იყო 52 წლის კაცი სვაი რიენის პროვინციიდან, რომელიც დაავადებულ ფრინველებთან კონტაქტში იყო. მას ჰქონდა სიცხე, ხველა, სუნთქვის გაძნელება და ინფექციის შედეგად დაიღუპა.

წლის განმავლობაში:

• 5 გარდაცვლილი: მათ შორის 3 ბავშვი და 2 ზრდასრული კაცი
• 1 გადარჩენილი შემთხვევა (ქალი), რომელსაც ფრინველებთან კონტაქტი არ ჰქონია — რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა არსებობდეს ალტერნატიული გადაცემის გზები: შეზღუდული ადამიანი-ადამიანს გადაცემა ან გარემოს გზით გავრცელება.

სავარაუდო ვირუსული შტამი: Clade 2.3.2.1c – რეგიონში ათწლეულზე მეტია ენდემურად ცირკულირებს და განსხვავდება გლობალური ალარმის გამომწვევი ახალი შტამისგან (2.3.4.4b).

მაშინ რატომ არ უნდა შეგვეშინდეს?

შემთხვევები ძირითადად იზოლირებულია.

ამ ეტაპზე ყველა შემთხვევა დაკავშირებულია ფრინველებთან პირდაპირ კონტაქტთან. არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანს ადამიანზე გადაეცემა ფართო მასშტაბით — რაც პანდემიის რისკს განსაზღვრავს.

„ძველი” შტამი, რომელიც ცნობილია:

შესაძლო ვირუსული კლადი 2.3.2.1c რეგიონში უკვე ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ ის საშიშია, არ აქვს მუტაციები, რომლებიც ზრდის გლობალურ საფრთხეს.

გლობალური ზედამხედველობა მოქმედებს:

WHO, FAO და სხვა სტრუქტურები აქტიურად აკვირდებიან ვირუსის ევოლუციას. სწრაფი გენეტიკური ანალიზი და რეაგირება ეხმარება დაავადების შეკავებას.

ჯანდაცვის პასუხები ეფექტიანია:

კამბოჯის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს კონტაქტების ძიებას, ფრინველების განადგურებას და მოსახლეობის ინფორმირებას. ამან ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას.

არ არის საზოგადოებრივი აფეთქების ნიშნები:

არ შეინიშნება გაურკვეველი სუნთქვის დაავადებების მატება, ჰოსპიტალური კლასტერები ან ისეთი სიგნალები, რომლებიც იმაზე მიანიშნებს, რომ ვირუსი ჩუმად ვრცელდება საზოგადოებაში.

როგორ ეხება ეს საქართველოს?

საქართველოში ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ბევრ რეგიონში ყოველდღიური რეალობაა, განსაკუთრებით სოფლად. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვატაროთ პრევენციული ზომები: გაძლიერდეს ვეტერინარული და ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ფრინველის დაავადებების რისკზე, და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ჩავატაროთ ლოკალური კვლევები. ჯანმრთელობის სისტემა უნდა იყოს მზად — არა პანიკისთვის, არამედ დროული რეაგირებისთვის. შორი და თითქოს “ეგზოტიკური” შემთხვევებიც კი შეიძლება იყოს სერიოზული სიგნალი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ ერთობლივ მიდგომას - ადამიანის, ცხოველის და გარემოს ჯანმრთელობის კუთხით“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტ@@კი უფრო გამეზარდა, ვიდრე მუცელი... ბენს ვუთხარი, თუ გოგო უნდა, შეუძლია ახალი ცოლი მოიყვანოს და გააჩინოს“ - ნუკი კოშკელიშვილი ორსულობაზე

🎥 „მამიკოს შოშიები“ - გიგა ცხელიშვილი პატარა ტყუპების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

„ამ დღეს გნახე ბოლოჯერ, ეგ დილა არასდროს დამავიწყდება“ - რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას ცოლი