
ტრენერი, სპიკერი და კონსულტანტი, განათლების სამინისტროს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემის „სიმპოზიუმი“ სტუმარი იყო, სადაც მან მენტალურად ძლიერ და არაძლიერ ადამიანებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მან საკუთარი თავის ხელახლა შექმნაზე, მოტივაციასა და დისციპლინაზეც ისაუბრა:
„მენტალურად ძლიერი ადამიანები მენტალურად არაძლიერი ადამიანებისგან განსხვავდებიან ქცევით და არა გენეტიკით, მსოფლმხედველობით და ფასეულობათა სისტემით.
ყველა არა - არის ჯერ არა. არა, ცალკე არ არსებობს. მაგალითად, მოხვალ ჩემს ტრენინგზე? არა, ანუ ჯერ არა.
ჰოდა ჯერ არა, არ არის პრობლემა, მთელი ცხოვრებაც ხომ ასეთია. მენტალურად ძლიერი ადამიანი ამ დროს იტყვის მადლობას, რადგან არას აქვს ალტერნატივა, რომ ზეგ შემოიარე. მომწონს ეს გამოთქმა - ბოლოში ყველაფერი კარგად იქნება და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჯერ ბოლო არ არისო.
90% მსოფლიოს მოსახლეობის აგიხსნის რატომ ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და ეს რისი ბრალია. არიან გადამბრალებლები, იმათი არა ჯერ არა, არ არის. ის რაც არ გამოსდის, სხვისი ბრალია. ძალიან მარტივია გადააბრალო და დამშვიდდე. ამას არ აკეთებენ მენტალურად ძლიერი ადამიანები, არ ნებდებიან, ოღონდ გიჟურად ერთი და იგივე კედელს შუბლით კი არ ასკდებიან, ეძებენ შემოსავლელ გზებს“, - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.
ასევე დაგაინტერესებთ: