Digest Logo

🎥 მარიამ შუკაკიძე საუბრობს თუ რა ელის საქართველოს - „ქართველმა ერმა უნდა ისწავლოს გამოსვლა ინფანტილიზმიდან, ბავშვური პოზიციიდან...“

1743758400
მარიამ შუკაკიძე

ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე „იუთუბის“ საკუთარ არხზე მორიგ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს. როგორც თავად ამბობს, აპრილი ჩვენი ქვეყნისთვის მარტივად გასავლელი არ იქნება.

მარიამ შუკაკიძის თქმით, მიმდინარე თვეში შეიქმნება ქაოსური სიტუაციები, რევოლუციური ასპექტი მოიტანს ცვლილებების სურვილს და ადამიანების პროტესტს:

„საქართველოსთვის აპრილი არ იწყება მარტივად, პირველივე კვირა საკმაოდ ქაოსურია, რევოლუციური ასპექტი მზე-ურანის დაპირისპირება, რაც მოიტანს ქაოსურ ფონს, ადამიანების პროტესტს და გააქტიურდება ცვლილებების სურვილი ადამიანების მხრიდან. 

გვაქვს მზე-პლუტონის დადებით ტრანზიტიც, შესაბამისად ცვლილებები და ტრანსფორმაციები იქნება დადებითი. 2025 წელს დასრულდება ყველაფერი ის, რაც დიდი ხანია დაიწყო და გაიწელა. ის მენტალიტეტი, მიდგომები რაც ჩვენს ქვეყანას კარმულად აქვს დასაკორექტირებელი, აუცილებლად უნდა დაკორექტირდეს. 

ჩვენი ქვეყნის ნუმეროლოგიური ციფრი არის 4. ეს კავშირშია რაჰუს ენერგიებთან, ჩრდილოეთის კვანძთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა წავიდეთ წინ კოლექტიურად, ცნობიერების დონის მხრივ. რაჰუ ჩვენს ქვეყანას დააკისრებს თავისი კარმული ვალის ასრულებას, შესაბამისად ყველა მოქალაქე უნდა დაფიქრდეს თავის მოვალეობაზე ქვეყნის მიმართ. 

აღმავალი კარმული კვანძი ჩვენ ქვეყანას აქვს თხის რქაში. გვაქვს მისი კარმული პროგრამა, ამიტომ ეს გასავლელი გვაქვს ყველას, ქართველმა ერმა უნდა ისწავლოს გამოსვლა ინფანტილიზმიდან, ბავშვური პოზიციიდან, რომ სხვამ უნდა მოაგვაროს ჩემი პრობლემა, ეს პროგრამაა დასაკორექტირებელი.  რა იქნება ქვეყნისთვის სტრატეგიულად კარგი და სწორი, წინსვლისთვის დამხმარე ინსტრუმენტი ამაზე დაფიქრება ყველას გვჭირდება. 

მეტი დამოუკიდებლობა და ნამდვილი თავისუფლებისკენ სწრაფვა გვჭირდება. ჩვენი ქვეყნის მიზანი უნდა იყოს მაქსიმალური თვითტრანსლირება, ინდუსტრიის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ოფიციალური განქორწინება, ორი შვილი, მე­ქალ­თა­ნის რეპუტაცია - ჯასტინ ტიმბერლეიკის უცნობი ამბები

🎥 🪐„დროის გასვლასთან ერთად იგრძნობთ მოტივაციის ნაკლებობას...“ - ოთხი აპრილის ასტოპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 რა არის აფლატოქსინ M1-ი, რომელიც რძეში აღმოაჩინეს და რამდენად საშიშია ის?