Digest Logo

„მეორე ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა... დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს“ - იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

1751402652
იმერეთში დატრიალებული ტრაგედი

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა უთხრა, დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.

„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა - მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს... ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო...“.

26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბილეთზე, რითაც საფრანგეთში გუბერნატორთან ერთად ვიყავი წასული, მედავებოდნენ, ეს თეატრის ფულით იყიდეო“ - როგორ მოექცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო იანტბელიძეს

მეგაშოუს „საქართველოს ხმა“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა

„მიყვარხარ, დე“ - მარიამ ელიეშვილის შვილი 1 თვის გახდა