ოფიციალურად, UFC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც მერაბ დვალიშვილი და პეტრ იანი მესამედ იჩხუბებენ. ტრილოგია 24 ოქტომბერს, UFC 333-ზე, აბუ-დაბიში შედგება.
UFC-ის ღონისძიებაზე ქართველი რუსს სატიტულო ბრძოლაში დაუპირისპირდება და ქამრის დასაბრუნებლად იბრძოლებს.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი აქამდე იანს ორჯერ შეხვდა, 2023 წლის მარტში ქართველმა გაიმარჯვა, გასული წლის დეკემბერში კი სატიტულო შეხვედრა მერაბმა წააგო და ქამარი დაკარგა.
UFC 333-ს 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, Etihad Arena უმასპინძლებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბათუმში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს
⭕ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ ბადრი ვადაჭკორიას - ოჯახის განცხადება