Digest Logo

მერაბ დვალიშვილი - „ტრამპს რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა“

1749629014
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა.

სპორტსმენს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

„სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ. ყველაფერი წინ არის. გაჩერებას არ ვაპირებ. პრეზიდენტს ტრამპს რამდენიმე სიტყვა ვუთხარი. ვახსენე საქართველო, ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე. მითხრა რომ კარგი ბრძოლა იყო“, - აღნიშნა დვალიშვილმა.

ცნობისთვის, ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

ბრძოლას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სანდრო შელიას და ნინა ხუბუტიას შვილი შეეძინათ - ცნობილია რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს

🎥 მერაბ დვალიშვილი საქართველოშია - კადრები აეროპორტიდან

ნუცა ქავთარაძე გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს - „არანაირი პროფესიონალური სვლები, მხოლოდ განწყობა☀️“